პუდრა-ტალკი „ლუქს-პრო“

პუდრა-ტალკი

შემადგენლობა: ტალკი, პროპოლისის ექსტრაქტი, თუთიის ოქსიდი, სახამებელი.
პუდრა-ტალკი სპეციალურად შექმნილია ნაზი, მგრძნობიარე და გაღიზიანებული კანის მოსავლელად. მასში შემავალი პროპოლისი ახდენს ანტიმიკრობულ, სოკოს საწინააღმდეგო და ანტივირუსულ მოქმედებას. ტალკი კანს იცავს გაღიზიანებისგან, გამოყელვისგან, ხანგრძლივად უნარჩუნებს სისუფთავის შეგრძნებას.

  • განსაკუთრებით ეფექტურია ბავშვებში გამოყელვისა და გაღიზიანებული კანის დროს.
  • საუკეთესოა ნაწოლების საპრევენციოდ და სამკურნალოდ.
  • უზრუნველყოფს გაღიზიანებისკენ მიდრეკილი კანის მოვლას.
  • შესაძლებელია გამოიყენოთ, როგორც ბუნებრივი დეოდერანტი - ამცირებს არასასიამოვნო სუნსა და ოფლიანობას.
პროდუქტი არის „ტენტორიუმის“ ინოვაციური პროდუქტი და აქვს გამოგონების პატენტი.
გამოყენების წესი: პუდრის მცირე რაოდენობა დავიტანოთ კანის მგრძნობიარე ადგილას. გამოიყენება ნებისმიერი ტიპის კანისთვის, შესაძლებელია პროდუქტის ყოველდღიური მოხმარება.